სასარგებლო რჩევები

ორთქლის აპარატი VS ქიმწმენდის აპარატი

მსგავსება: ორივე გამოიყენება ქსოვილების და ზედაპირების გასაწმენდად; აშორებს ჭუჭყს, ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს; გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიულ გარემოში.

ორთქლის აპარატი

  • წმენდს მხოლოდ ორთქლის საშუალებით
  • არ საჭიროებს ქიმიურ სითხეებს – ეკოლოგიურად უსაფრთხოა
  • იდეალურია ფარდებისთვის, ტანსაცმლის გასასწორებლად, ავეჯისა და იატაკის დასასუფთავებლად
  • სწრაფი და მარტივი გამოყენება

ქიმწმენდის აპარატი

  • იყენებს წყალს + სპეციალურ ქიმიურ ხსნარებს
  • ღრმად წმენდს ძლიერ ლაქებსა და ჩამჯდარ ჭუჭყს
  • შესაფერისია ხალიჩებისთვის, რბილი ავეჯისა და ავტომობილის სალონისთვის
  • უზრუნველყოფს პროფესიულ შედეგს

დასკვნა: თუ გინდა ყოველდღიური, უსაფრთხო და სწრაფი წმენდა — აირჩიე ორთქლის აპარატი. თუ გჭირდება ღრმა წმენდა და რთული ლაქების მოცილება — ქიმწმენდის აპარატი საუკეთესო არჩევანია!

დასუფთავების სამი ძირითადი პრინციპი
  • ზემოდან ქვემოთ წმენდა: დაიწყე მაღლიდან (თაროები, კარადები) და ჩამოდი ქვემოთ იატაკის მიმართულებით. ასე მტვერი არ დაედება უკვე გასუფთავებულ ადგილებს.
  • სუფთა → ბინძური ზონები: ჯერ გაასუფთავე შედარებით სუფთა ოთახები (მაგ: საძინებელი), შემდეგ — ყველაზე ბინძური (აბაზანა, სამზარეულო).
  • მშრალი → სველი წმენდა: ჯერ მოაშორე მტვერი და ნარჩენები, შემდეგ გამოიყენე სველი მეთოდები. არ დაიწყო პირდაპირ სველი წესით!

💚 სწორედ დეტალებშია პროფესიონალიზმი. „ჰელფ ქლინერი“ მუშაობს სტანდარტების მიხედვით.

ორი ტილოს პრინციპი

როგორ მუშაობს: 1️⃣ ერთი ტილო — წმენდისთვის, 2️⃣ მეორე — გაშრობისთვის. ეს თავიდან აგარიდებს ლაქებს და წყლის კვალს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ✔მინაზე, ✔სარკეზე, ✔პრიალა ზედაპირებზე.

💚 ეს არის ის დეტალი, რაც შედეგს “იდეალურს” ხდის. „ჰელფ ქლინერი“ ზრუნავს სრულყოფილ ვიზუალზე.

დაელოდე მოქმედებას (Dwell Time)

საწმენდი საშუალებები მაშინვე არ მუშაობს! საშუალებას სჭირდება 2–5 წუთი, რომ დაშალოს ჭუჭყი და ბაქტერიები. ამას ეწოდება “dwell time”.

თუ მაშინვე გაწმენდ — ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდება.

💚 ჩვენ ვიცით, როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. „ჰელფ ქლინერი“ = სწორ მეთოდებს.

მითი თუ რეალობა?

მითი: ერთი საშუალება ყველაფრისთვის საკმარისია
❌ მითი: ერთი საშუალება ყველაფრისთვის საკმარისია
✅ რეალობა: სხვადასხვა ზედაპირს სხვადასხვა მოვლა სჭირდება

მაგალითად: 🧼მინა, 🧼ხე, 🧼კაფელი — ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს. არასწორმა საშუალებამ შეიძლება დააზიანოს ზედაპირიც.

💚 სწორედ ამიტომ პროფესიონალური დასუფთავება ბევრად ეფექტურია. „ჰელფ ქლინერი“ იყენებს სწორ მეთოდებს თითოეული ზედაპირისთვის.

მოგვწერე და დაგეხმარებით სწორ არჩევანში!

კონსულტაცია