დამფუძნებლის მიმართვა
2024
Help Cleaner-ის შექმნა დაიწყო სურვილით — შეგვექმნა სივრცე, სადაც სისუფთავე არ არის მხოლოდ მომსახურება, არამედ სტანდარტი, პასუხისმგებლობა და კულტურა.
როგორც დამფუძნებელს, ჩემთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანია განვითარებულიყო არა მხოლოდ პრაქტიკით, არამედ ცოდნით. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვისწრაფვით მეტი კვალიფიკაციისკენ, ვეცნობით თანამედროვე მიდგომებს და ვიღრმავებთ პროფესიულ გამოცდილებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
თუმცა ეს გზა მხოლოდ ჩვენთვის არ არის. ჩვენი მიზანია, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ სხვებს, გავაძლიეროთ სფერო და შევქმნათ პროფესიონალთა ძლიერი საზოგადოება საქართველოში. სწორედ ამ იდეით დავიწყეთ ტრენინგების კურსი, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ადამიანებსა და კომპანიებს აიმაღლონ კვალიფიკაცია და განვითარდნენ ამ სფეროში.
Help Cleaner დღეს წარმოადგენს გუნდს, რომელიც ქმნის სისუფთავეს დეტალების დონეზე და ზრუნავს თითოეულ სივრცეზე მაღალი სტანდარტით — იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული თუ კორპორატიული გარემო.
ჩვენთვის სისუფთავე არის განცდა, რომელიც მეხსიერებას მუდმივად რჩება, და ხარისხი — რომელსაც ვქმნით ყოველდღე.